სამედიცინო შემოწმების შემდეგ, მამარდაშვილმა „ლივერპულთან“ კონტრაქტი გააფორმა

Published:

გიორგი მამარდაშვილმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტი გააფორმა „ლივერპულთან“, რომელმაც ტრანსფერში 35 მილიონი ევრო გადაიხადა – ინფორმაციას Geo Team და ფაბრიციო რომანო ავრცელებენ.

„ლივერპული“ და „ვალენსია“ გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერის ყველა დეტალზე შეთანხმდნენ. გუშინ სამედიცინო გამოკვლევები წარმატებით დასრულდა და კონტრაქტი უკვე გაფორმდა. გარიგება 35 მილიონი ევროს საფასურად შედგა და „ვალენსია“ შემდგომი გაყიდვიდანაც თანხას მიიღებს. მამარდაშვილმა „ლივერპულთან“ ექვსწლიანი კონტრაქტს მოაწერა ხელი, მაგრამ გუნდს 2025 წელს შეუერთდება“, – წერს ფაბრიციო რომანო.

ბრიტანული გამოცემა Caughtoffside:

„გავრცელებული ინფორმაციით, „ვალენსიას“ მეკარე, გიორგი მამარდაშვილმა სამედიცინო შემოწმება გუშინ გაიარა და „ლივერპულთან“ კონტრაქტი გააფორმა. ქართველმა ფეხბურთელმა ლა ლიგაში ყოფნისას დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და როგორც ჩანს, კიდევ ერთ სეზონს გაატარებს „ვალენსიაში“, „ლივერპულს“ კი 2025 წლის ზაფხულში შეუერთდება.

მამარდაშვილი, შეიძლება იყოს „ლივერპულისთვის“ კარგი გრძელვადიანი შენაძენი, რომელსაც მალე მოუწევს ალისონის ჩანაცვლება, მიუხედავად იმისა, რომ წელს გადაუდებელი საჭიროება არ იყო. ალისონი გასულ სეზონში „ლივერპულის“ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და სანდო მოთამაშედ დარჩა და ლოგიკურია, რომ გუნდშიც რჩებაა. თუმცა, მამარდაშვილი დიდი ტალანტია და არსებობდა რისკი, რომ 23 წლის ფეხბურთელი სხვა ტოპ-კლუბში გადავიდოდა, ამ ზაფხულს „ლივერპულში“ რომ არ გადასულიყო.

ეს ჭკვიანური ტრანსფერია „ლივერპულისთვის“, მაგრამ რა ხდება შემდეგ?ინგლისელი გულშემატკივრები ამ მნიშვნელოვანი სატრანსფერო ბრძოლის მოგებით გახარებულები არიან. მიუხედავად იმისა, რომ სლოტის გუნდმა პრემიერ ლიგის პირველ ორ მატჩში კარგად ითამაშა, „ლივერპულს“ შემადგენლობაში რამდენიმე პრობლემაა“.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img