“ტელეგრამი” იცავს ევროკავშირის წესებს, მათ შორის ციფრული მომსახურებების აქტს
მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ახლა საფრანგეთის პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაა, რომელიც “ტელეგრამს” და მის დამფუძნებელს ეხება. პაველ დუროვი შაბათს საფრანგეთში დააკავეს.
“ტელეგრამის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “ტელეგრამი” იცავს ევროკავშირის წესებს, მათ შორის ციფრული მომსახურებების აქტს.
“პაველ დუროვს დასამალი არაფერი აქვს. “ტელეგრამი” იცავს ევროკავშირის წესებს, მათ შორის ციფრული მომსახურებების აქტს. მისი მოდერაცია შეესაბამება ინდუსტრიის სტანდარტებს და მუდმივად უმჯობესდება. აბსურდია იმის მტკიცება, რომ პლატფორმა ან მისი მფლობელი პასუხისმგებელი არიან ამ პლატფორმის ბოროტად გამოყენებაზე.” – წერია “ტელეგრამის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.