სექტემბერში, ჯო ბაიდენს უკრაინის გამარჯვების გეგმას წარვუდგენ და მას აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებსაც გადავცემ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„უკრაინის გამარჯვების გეგმა – არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველაფრის თქმა შემიძლია. ერთ-ერთი მიმართულება, რომლის ნაწილის უკვე შესრულდა, კურსკის ოლქია. მეორე – მსოფლიო უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაში უკრაინის სტრატეგიული ადგილია. მესამე – მძლავრი პაკეტია, რომელიც რუსეთს ომის დიპლომატიური გზით დასრულებას აიძულებს. მეოთხე მიმართულება კი ეკონომიკურია. ამ ყველაფერზე დეტალურად არ ვისაუბრებ. გეგმა მზად არის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გეგმას ჯო ბაიდენს სექტემბერში, შეხვედრაზე წარუდგენს.
„სამართლიანია, რომ ეს გეგმა ჯერ აშშ-ის პრეზიდენტს წარვუდგინო. აღნიშნული გეგმის წარმატება ამაზეა დამოკიდებული, მოგვცემენ თუ არა იმას, რაც ამ გეგმაშია. ვფიქრობ, ამ გეგმას მას სექტემბერში, შეხვედრაზე წარვუდგენ. ასევე, ვფიქრობ სამართლიანია, რომ ეს გეგმა როგორც კამალა ჰარისს, ისე დონალდ ტრამპს გადაეცეს, რადგან ჩვენ არ ვიცით ვინ იქნება აშშ-ის პრეზიდენტი და ამ გეგმის შესრულება ნამდვილად მსურს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.