ლევან მახათაძე – მსოფლიო ჩემპიონატზე ძლიერი მოწინააღმდეგეები მყავდა, მაგრამ თავდაუზოგავი შრომით, შევძელი და მეორედ მოვიპოვე მსოფლიო ჩემპიონობა

Published:

მოლდოვაში ჩატარებულ მსოფლიოს პირველობაზე ქართველმა სპორტსმენებმა 143 მედალი მოიპოვეს. ეროვნულმა ნაკრებმა ოქროს ხუთი, ვერცხლის შვიდი და ბრინჯაოს ექვსი მედალი მოიპოვა, ახალგაზრდა მკლავჭიდელებმა კი ჯამში 29 მედალი დაიმსახურეს. მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ქართველმა პარასპორტსმენებმაც. მათ გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.

პარამკლავჭიდელი, მსოფლიოს ჩემპიონი ლევან მახათაძე აცხადებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე იყო ძალიან დიდი კონკურენცია იყო, თუმცა მიუხედავად ამისა, მან შეძლო და მსოფლიო ჩემპიონობა მეორედ მოიპოვა:

“მსოფლიო ჩემპიონატზე იყო ძალიან დიდი კონკურენცია, ძლიერი მოწინააღმდეგეები მყავდა, მაგრამ ღმერთის წყალობით და ჩემი გარემოცვის ძალიან დიდი თავდაუზოგავი შრომით, შევძელი და მოვიპოვე უკვე მეორედ მსოფლიო ჩემპიონობა,”- აცხადებს პარამკლავჭიდელი, მსოფლიოს ჩემპიონი ლევან მახათაძე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img