წინასაარჩევნოდ თეონა აქუბარდია გახარიას გუნდს შეუერთდა

Published:

დამოუკიდებელი დეპუტატი, თეონა აქუბარდია წინასაარჩევნოდ პარტიაში “საქართველოსთვის” გაერთიანდა.- ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე თქვა.

როგორც მან აღნიშნა, 26 ოქტომბერს, არჩევნებში ისინი ერთად მიიღებენ მონაწილეობას.

“მინდა გაცნობოთ, რომ ქალბატონნი თეონა აქუბარდია შემოუერთდება წინასაარჩევნოდ ჩვენს გუნდს. ჩვენ ეს ძალიან გვიხარია, რადგან საყოველთაოდ ცნობილია მისი პროფესიონალიზმი. ის დიდი ხანია მუშაობს უსაფრთხოების სფეროში და ძალიან რეპუტაციული და გამოცდილი პროფესიონალია” – თქვა გახარიამ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img