თალიბანი უმძიმეს შეზღუდვებს აწესებს – ამიერიდან ქალებს ეკრძალებათ საჯაროდ ხმამაღლა ლაპარაკი

Published:

გა­სულ კვი­რას თა­ლი­ბან­მა ავ­ღა­ნეთ­ში ახა­ლი კა­ნო­ნე­ბი მი­ი­ღო, რაც, მათი თქმით, მიზ­ნად ისა­ხავს “სათ­ნო­ე­ბის ხელ­შე­წყო­ბას და მან­კი­ე­რე­ბის აღ­მო­ფხვრას”. სხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად, ამი­ე­რი­დან ქა­ლებს ეკ­რძა­ლე­ბათ სა­ჯა­როდ ხმა­მაღ­ლა ლა­პა­რა­კი და სახ­ლის გა­რეთ სა­კუ­თა­რი სა­ხის ჩვე­ნე­ბა.

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ დაგ­მო ახა­ლი ე.წ. მან­კი­ე­რე­ბი­სა და სათ­ნო­ე­ბის შე­ზღუდ­ვე­ბი და შეშ­ფო­თე­ბა გა­მოთ­ქვა მათი მი­ღე­ბის გამო.

კა­ნო­ნი თა­ლი­ბა­ნის უზე­ნა­ეს­მა ლი­დერ­მა ჰა­ი­ბა­თუ­ლა ახუნ­ძა­დამ და­ამ­ტკი­ცა.

მო­რა­ლის სა­მი­ნის­ტრომ, რო­მე­ლიც ოფი­ცი­ა­ლუ­რად ცნო­ბი­ლია, რო­გორც სათ­ნო­ე­ბის ხელ­შე­წყო­ბი­სა და მან­კი­ე­რე­ბის აღ­კვე­თის სა­მი­ნის­ტრო, ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ ქვე­ყა­ნა­ში არა­ვინ არ არის თა­ვი­სუ­ფა­ლი ამ კა­ნო­ნე­ბის­გან.

კა­ნო­ნის ნაკ­რე­ბი Mohtasabeen-ს (თა­ლი­ბა­ნის ზნე­ო­ბის პო­ლი­ცია) სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ჩა­ე­რი­ოს ავ­ღა­ნე­ლე­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში – და­წყე­ბუ­ლი იმით, თუ რა აც­ვი­ათ და რო­გორ ჩნდე­ბი­ან სა­ჯა­რო ად­გი­ლებ­ში, რას ჭა­მენ და სვა­მენ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

ახალ შე­ზღუდ­ვებ­ში ნათ­ქვა­მია: “რო­დე­საც ზრდას­რუ­ლი ქალი ტო­ვებს სახ­ლს აუ­ცი­ლებ­ლო­ბის გამო, მან უნდა და­მა­ლოს ხმა, სახე და სხე­უ­ლი“.

სა­მი­ნის­ტრო უკვე ახორ­ცი­ე­ლებს მსგავს მო­რა­ლურ მო­თხოვ­ნებს შა­რი­ა­თის კა­ნო­ნებ­ზე დაყ­რდნო­ბით და ამ­ბობს, რომ ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვა მათი შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის­თვის. თა­ლი­ბე­ბის თქმით, წე­სე­ბი შე­ე­სა­ბა­მე­ბა შა­რი­ა­თის კა­ნო­ნე­ბის მა­თე­ულ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას და აღას­რუ­ლებს მო­რა­ლის სა­მი­ნის­ტრო. ისი­ნი ეფუძ­ნე­ბა 2022 წელს თა­ლი­ბა­ნის უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რის მიერ გა­მო­ცე­მულ ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბას და ახლა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მოქ­ვეყ­ნდა კა­ნო­ნის სა­ხით.

რას ამ­ბობს კა­ნო­ნი ქა­ლებ­ზე?

კა­ნონ­ში ნათ­ქვა­მია, რომ ქა­ლებ­მა უნდა და­ი­ფა­რონ მთე­ლი სხე­უ­ლი, მათ შო­რის სახე, “რათა არ აც­დუ­ნონ კა­ცე­ბი და მან­კი­ე­რე­ბა­ში არ ჩა­აგ­დონ “:

ქა­ლებ­მა ასე­ვე არ უნდა იმ­ღე­რონ და ხმა­მაღ­ლა არ უნდა ისა­უბ­რონ, ისე, რომ მათი ხმა ქუ­ჩამ­დე აღ­წევ­დეს, მა­ში­ნაც კი, როცა სა­კუ­თარ სახ­ლში არი­ან.

ქა­ლის ტან­საც­მე­ლი არ უნდა იყოს თხე­ლი, მოკ­ლე ან მჭიდ­რო.

ქა­ლებ­მა უნდა და­მა­ლონ თა­ვი­ან­თი სხე­უ­ლი და სახე კა­ცე­ბის­გან, რომ­ლებ­თა­ნაც სის­ხლით ან ქორ­წი­ნე­ბით ნა­თე­სა­ვე­ბი არ არი­ან.

კა­ცებს ეკ­რძა­ლე­ბათ ქა­ლის სხე­უ­ლი­სა და სა­ხის ყუ­რე­ბა, ქა­ლებს ასე­ვე ეკ­რძა­ლე­ბათ კა­ცის­თვის შე­ხედ­ვა.

ახა­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი აქვთ კა­ცებ­საცმო­რა­ლის ახა­ლი კა­ნო­ნე­ბი გარ­კვე­ულ შე­ზღუდ­ვებს კა­ცებ­ზეც აწე­სებს. ახლა მათ მო­ე­თხო­ვე­ბათ სხე­უ­ლი ჭი­პი­დან მუხ­ლამ­დე და­ი­ფა­რონ, რო­დე­საც ისი­ნი სახ­ლის გა­რეთ არი­ან, რად­გან სხე­უ­ლის ეს ნა­წი­ლე­ბი აკ­რძა­ლუ­ლად ით­ვლე­ბა.

კა­ცებს ასე­ვე ეკ­რძა­ლე­ბათ ისე­თი ვარ­ცხნი­ლო­ბის ტა­რე­ბა, რო­მე­ლიც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა შა­რი­ა­თის კა­ნო­ნებს.

თა­ლი­ბებ­მა რამ­დე­ნი­მე პრო­ვინ­ცი­ა­ში აკ­რძა­ლეს წვე­რის გა­პარსვა და შეჭ­რა. მათი გან­ცხა­დე­ბით, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­ე­სა­ბა­მე­ბა შა­რი­ა­თის კა­ნო­ნებს. ახა­ლი წე­სე­ბის მი­ხედ­ვით. ზნე­ო­ბის კა­ნო­ნი ასე­ვე უკ­რძა­ლავს მა­მა­კა­ცებს ჰალ­სტუ­ხის ტა­რე­ბას.

ვინ არი­ან მოჰტა­სა­ბი­ნე­ბი?

მოჰტა­სა­ბი­ნე­ბი პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი არი­ან ამ კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბა­ზე და მოქ­მე­დე­ბენ ყვე­ლა პრო­ვინ­ცი­ა­ში. ისი­ნი სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვებ­საც კი აკა­ვე­ბენ.

ახა­ლი კა­ნო­ნის მი­ღე­ბით, მათი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა კი­დევ უფრო გა­ი­ზარ­და და სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა აქვთ თა­ლი­ბა­ნის ლი­დე­რის მხრი­დან. მათ შე­უძ­ლი­ათ აუკ­რძა­ლონ ქა­ლებს სიმ­ღე­რა, აი­ძუ­ლონ ისი­ნი, გა­თი­შონ სახ­ლში მუ­სი­კა. კა­ცებს აი­ძუ­ლონ შე­იჭ­რან თმა, თუ ის არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ვარ­ცხნი­ლო­ბის ახალ სტან­დარ­ტებს.

კა­ცებ­სა და ქა­ლებს ეკ­რძა­ლე­ბათ მან­ქა­ნა­ში გვერ­დიგ­ვერდ ჯდო­მა.

ცო­ცხა­ლი არ­სე­ბე­ბის­თვის ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია.

ახა­ლი კა­ნო­ნი ასე­ვე კრძა­ლავს ცო­ცხა­ლი არ­სე­ბე­ბის­თვის სუ­რა­თე­ბის გა­და­ღე­ბას, შე­ნახ­ვას ან გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას. ფრინ­ვე­ლე­ბის, ცხო­ვე­ლე­ბის ან ოჯა­ხის წევ­რე­ბის სუ­რა­თე­ბიც კი აკ­რძა­ლუ­ლია.

ახა­ლი წე­სით, აკ­რძა­ლუ­ლია ცო­ცხა­ლი არ­სე­ბე­ბის ფი­გუ­რე­ბის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვაც.

კა­ნო­ნი ზნე­ობ­რივ პო­ლი­ცი­ას ავალ­დე­ბუ­ლებს, აღ­კვე­თოს მაგ­ნი­ტო­ფო­ნე­ბის, რა­დი­ოს ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა და შა­რი­ა­თის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით ცოდ­ვად მიჩ­ნე­უ­ლი მუ­სი­კის დაკ­ვრა. ასე­ვე აკ­რძა­ლუ­ლია ცო­ცხა­ლი არ­სე­ბე­ბის სუ­რა­თე­ბი­სა და ფილ­მე­ბის წარ­მო­ე­ბა და ყუ­რე­ბა.

რა ემუქ­რე­ბათ კა­ნონ­დამ­რღვე­ვებს?

კა­ნონ­ში ნათ­ქვა­მია, რომ თუ პირი ღიად ჩა­ი­დენს აკ­რძა­ლულ ქმე­დე­ბას, მას და­ე­კის­რე­ბა მთე­ლი რიგი სას­ჯე­ლი, და­წყე­ბუ­ლი “ღვთი­უ­რი შუ­რის­ძი­ე­ბით“, ჯა­რი­მით და სამ დღემ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით.

კა­ნო­ნის მი­ღე­ბამ დიდი კრი­ტი­კა გა­მო­იწ­ვია.

როზა ოტუნ­ბა­ე­ვა, გა­ე­როს დამ­ხმა­რე მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლია ავ­ღა­ნეთ­ში. მისი თქმით, “ამ­დენ­წლი­ა­ნი ომის შემ­დეგ და სა­ში­ნე­ლი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კრი­ზი­სის შუ­ა­გულ­ში, ავ­ღა­ნე­ლი ხალ­ხი ბევ­რად მეტს იმ­სა­ხუ­რებს, ვიდ­რე მუ­ქა­რა ან ცი­ხეა“.

ახა­ლი წე­სე­ბი ჯერ სრუ­ლად არ ამოქ­მე­დე­ბუ­ლათა­ლი­ბა­ნის მთავ­რო­ბამ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა თე­ოკ­რა­ტი­უ­ლი წესი და არ აპი­რებს უარი თქვას მო­რა­ლის კა­ნო­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღ­სრუ­ლე­ბა­ზე, მაგ­რამ ქვეყ­ნის ზო­გი­ერთ ნა­წილ­ში, მათ შო­რის ქა­ბულ­ში, კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბა არ ხდე­ბა. მო­რა­ლის სა­მი­ნის­ტროს წყა­რომ BBC-ის პუშ­ტუ­ნურ სამ­სა­ხურს გა­ნუ­ცხა­და, რომ დე­პარ­ტა­მენ­ტი მუ­შა­ობს ახა­ლი დე­ბუ­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ჩარ­ჩო­ზე.წყა­როს ცნო­ბით, ამ სტრუქ­ტუ­რის დას­რუ­ლე­ბი­სას კა­ნო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა უფრო მკა­ფი­ოდ და­რე­გუ­ლირ­დე­ბა. თუმ­ცა, კა­ნო­ნის მუხ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა უკვე გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ქვეყ­ნის და­ნარ­ჩენ რე­გი­ო­ნებ­ში.სათ­ნო­ე­ბის ხელ­შე­წყო­ბი­სა და მან­კი­ე­რე­ბის პრე­ვენ­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნოა ავ­ღა­ნეთ­ში. ნათ­ქვა­მია, რომ მო­რა­ლის პო­ლი­ცი­ამ გა­სუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შა­რი­ა­თის კა­ნო­ნე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის გამო 13000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი დრო­ე­ბით და­ა­კა­ვა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img