თბილისის ქუჩების მორეცხვა გრძელდება

Published:

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ სპეცტექნიკის საშუალებით დედაქალაქის ქუჩების მორეცხვას აგრძელებს. ზაფხულის განმავლობაში ინტენსიურად ირეცხება გზები, ურნები და მიწისქვეშა გადასასვლელები.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, მორეცხვის სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მის მოადგილესთან, ანდრია ბასილაიასთან და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორთან, დავით ფაჩულიასთან ერთად ფარნავაზ მეფის, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე და მელიქიშვილის გამზირზე დაესწრო.

„თბილსერვის ჯგუფი“ ქუჩების მორეცხვის სამუშაოებს აწარმოებს. ამჟამად დიდ დიღომში, ვიმყოფებით, ასევე გლდანში და მელიქიშვილის გამზირზე ირეცხება ქუჩები და სუფთავდება ურნები. ეს პროცესი მთელი ზაფხულის პერიოდში მიმდინარეობს, თუ ამინდი გვაძლევს ამის შესაძლებლობას და ნალექი არ არის. ყოველღამე ირეცხება ქუჩები და გამზირები, სხვადასხვა რაიონებში და უბნებში. ეს სამუშაოები ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ცნობით, დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩა, ურნები და მიწისქვეშა გადასასვლელები მთელი წლის განმავლობაში პერიოდულად ირეცხება, თუმცა ტემპერატურის მატებასთან ერთად, აღნიშნული სამუშაოები ზაფხულის პერიოდში უფრო ინტენსიურად სრულდება.

იმისათვის, რომ დედაქალაქში საგზაო მოძრაობა არ შეფერხდეს, ცენტრალური და მეორეხარისხოვანი გზების მორეცხვა ღამის განმავლობაში მიმდინარეობს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img