საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა განახლდა.
საკონსტიტუციო სასამართლო დღეს იუსტიციის სამინისტროს მოუსმენს. როგორც მოსამართლე მერაბ ტურავამ განაცხადა, სასამართლოს იუსტიციის სამინისტროსთან აქვს კითხვები პერსონალურ ინფორმაციასთან, სტატისტიკასთან, მონიტორინგთან და ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც კანონიდან გამომდინარე იუსტიციის სამინისტროს ეხება.
სასამარლოს სხდომაზე მოსარჩელე მხარის – არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნით მოწვეულია ენათმეცნიერი, რომელიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში გამოყენებულ ტერმინოლოგიასთან დაკავშირებით ისაუბრებს.