ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის დირექტორი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დევიდ კრამერი აბსურდს უწოდებს გლობალური ომის პარტიის ნაწილად აშშ-ის ხსენებას და აღნიშნავს, რომ ნამდვილი გლობალური ომის პარტია მოსკოვშია.
ამის შესახებ მან თბილისში მიმდინარე მე-8 საერთაშორისო კონფერენციის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ოპოზიციის აკრძალვაზე საუბარი არ არის ის, რასაც როგორც წესი, მოისმენენ პარტიისგან, რომელსაც აქვს დემოკრატიული მახასიათებლები. არ ვფიქრობ, რომ მსგავსი რიტორიკა ძალიან სასარგებლო იყოს. აშშ-ის დასახელება გლობალური ომის პარტიის ნაწილად ჩემთვის ნონსენსი და შეურაცხყოფაც არის და არა ზუსტი, სულ მცირე.
გლობალური ომის პარტია მოსკოვშია. ვიმედოვნებ, ყველას ესმის, რომ საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი სწორედ აშშ-ია”, – აღნიშნავს ის.