ოჩხიკიძეს ოლიმპიური ოქრო დაუბრუნეს!

Published:

პარამძლეოსან გიგა ოჩხიკიძეს ბირთვის სროლაში მოპოვებული ოლიმპიური ოქროს მედალი დაუბრუნეს. როგორც მოგახსენეთ, გიგამ კვრაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და მსოფლიო რეკორდიც დაამყარა, თუმცა მისმა მეტოქეებმა აღნიშნული შედეგი გაასაჩივრეს და გიგას მედალი ჩამოართვეს, ქართულმა დელეგაციის აპელაციის შემდეგ საერთაშორისო პარალიმპიურმა კომიტეტმა ქართველი ბირთვისმკვრელის ნაჩვენები შედეგი აღადგინა.

გიგამ ბირთვის კვრაში 9,66 მეტრი დააფიქსირა, რითაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

ტურნირზე მეორე ადგილი მაროკოელმა აბდელილაჰ განმა დაიკავა, ბრინჯაოს მედალი კი ირანელმა სპორტსმენმა მოიპოვა.

გიგა ოჩხიკიძე ქართული პარასპორტის ისტორიაში მეორე პარასპორტსმენი გახდა, ვინც ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ოქროსმედალი მოიპოვა, პირველად პარალიმპიადის გამარჯვებული 2016 წელს, რიოს თამაშებზე პარაძიუდოსტი ზვიად გოგოჭური გახდა

საქართველო პარალიმპიურ თამაშებზე სპორტის ექვს სახეობაში 14 პარაათლეტით ასპარეზობს.

პარიზის 2024 წლის პარალიმპიური თამაშები 28 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნა – ტურნირი 8 სექტემბერს დასრულდება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img