რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, დაღუპულებს შორის 8 წლის ბავშვია

Published:

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე თავდასხმა განახორციელეს, დაიღუპა ორი ადამიანი, ორი კი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ოლქის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 8 წლის ბავშვია.

„სამწუხაროდ, დაიღუპა 2 ადამიანი, მათ შორის 8 წლის ბიჭი. დაჭრილია კიდევ ორი, მათ შორის 12 წლის გოგონა. ბავშვი ამჟამად რეანიმაციაშია“, – აღნიშნა ფედოროვმა.

მისი თქმით, აფეთქების ტალღამ და ნამსხვრევებმა მრავალსართულიანი შენობები დააზიანა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img