ტოპ-10 პროდუქტი რომელიც აგვისტოში გაიაფდა

Published:

საქსტატის თანახმად, 2024 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -0.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, 2024 წლის აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.9% იყო, ისევე როგორც თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი.

ამავე მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში, გაიაფებულ პროდუქტებს შორის, ლიდერია კომბოსტო, რომლის ღირებულება 44%-ით შემცირდა, შემდეგია მწვანილი 42,6%-ით და საზამთრო 33%-ით.

უფრო კონკრეტულად:

  • კომბოსტო – 44%
  • მწვანილი – 42.6%
  • საზამთრო – 33%
  • ანტიბიოტიკები – 25.6%
  • წიწიბურა – 21.5%
  • სიმინდის ფქვილი – 18.7%
  • ხახვი – 12.3%
  • კარტოფილი – 9.5%
  • იმერული ყველი -6%
  • ატამი – 5%

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img