პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე, ეტლით ფარიკაობაში, ირმა ხეცურიანი ჩინელ ლანჟუ აოსთან დამარცხდა. ქართველმა სპორტსმენმა ტურნირი მედლის გარეშე დაასრულა.
რაც შეეხება კიდევ ერთ ქართველს – ნინო თიბილაშვილმა ფრანგთან შეხვედრა არ დათმო და მეტოქე 15:11 დაამარცხა. შედეგად, ის ბრინჯაოს მფლობელი გახდა.