ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ფინანსთა მინისტრი რუსეთიდან ფინანსური დახმარების შეჩერებაზე – ახლა ხარჯების ანაზღაურებას შევძლებთ

Published:

რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთს, ამ ეტაპზე, ყოველთვიურად გამოყოფილი თანხის, 141 მილიონი რუბლის (1.6 მილიონი აშშ დოლარის) გადარიცხვა შეუჩერა, – ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ფინანსთა მინისტრმა ვლადიმერ დელბამ მედიასთან ინტერვიუში განახადა.

მისი თქმით, ეს თანხა წლიური ოდენობის 1/12-ია.

ვლადიმერ დელბას განმარტებით, სოციალური სფეროს მუშაკების ხელფასების დაფინანსების შესახებ შეთანხმების განხორციელება შეჩერებულია აფხაზური მხარის მიერ აფხაზეთის კანონმდებლობის რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროგრამის პირობების შეუსრულებლობის გამო.

კერძოდ, 1-ელ აგვისტომდე აფხაზეთს უნდა მოეხდინა ხელშეკრულებების რატიფიცირება რუსეთის იურიდიული პირების მიერ საინვესტიციო პროექტების აფხაზეთის ტერიტორიაზე განხორციელების და ეკონომიკურ პროექტებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ.

ვლადიმერ დელბას განცხადებით, აფხაზეთის ბიუჯეტი მიმდინარე თვეში ხარჯების ანაზღაურებას შეძლებს, მაგრამ „მომავალ პერიოდებში ეს ცოტა გართულდება“.

„დიდი იმედი მაქვს, რომ სიტუაცია შეიცვლება, რომ აფხაზური მხარე მაინც მიიღებს გადაწყვეტილებას ამ საკითხების გადასაჭრელად და შესაბამისად, ჩვენ დროულად მივიღებთ რუსეთის ფინანსურ დახმარებას“, – აღნიშნა მან.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img