საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და „მილანის“ ლეგენდების ამხანაგურ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს, 12:00 საათზე, TKT.ge-ზე დაიწყება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და თბილისის მერიის ორგანიზებით, 21 სექტემბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს საქართველოს ნაკრების და „მილანის“ ლეგენდები შეხვდებიან.