ადვოკატი – დადგენილია ვინ იძალადა ირაკლი ეძგვერაძეზე

Published:

მედიამ დაადგინა, თუ ვინ იძალადა ირაკლი ეძგვერაძეზე, ამიტომ კოკა კაციტაძის უწყებას მოვუწოდებ, გამოძიობანას თამაშს თავი დაანებოს და ეს საქმე რეალურად გამოიძიოს, შემდეგ პროკურატურამ ბრალი წაუყენოს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ იურისტმა, ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა.

როგორც ტყეშელაძე განმარტავს, თავად ირაკლი ეძგვერაძემაც იცის, თუ ვინ იძალადა მასზე.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახური ვალდებულია, მყისიერად დაიწყოს გამოძიება. მათ ჩვენ მყისიერად შევატყობინეთ, რომ უფლებები დარღვეული იყო, გავუგზავნეთ შესაბამისი შეტყობინება და მათ თავიდანვე იცოდნენ, რომ ირაკლი ეძგვერაძეზე პოლიციის თანამშრომლებმა იძალადეს. მედიამ დაადგინა, თუ ვინ იძალადა, საჯაროდაც ცნობილია, ირაკლი ეძგვერაძემ იცის, მასზე ვინ იძალადა და კანონით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ეკუთვნის, რომ მყისიერად ჰქონდეს დაწყებული გამოძიება. თუმცა, დღეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა განაცხადა, რომ თურმე, ახლაც ვერ იწყებს გამოძიებას და ირაკლისთან სურს გასაუბრება. რა თქმა უნდა, ირაკლი მოუყვება ყველაფერს, ეტყვის სიმართლეს და ვნახოთ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური დაიწყებს თუ არა გამოძიებას, მაგრამ მე აქედანვე ვეტყვი კოკა კაციტაძის უწყებას, რომ გამოძიობანას თამაშს დაანებონ თავი, გამოიძიონ რეალურად და შემდეგ პროკურატურამ წაუყენოს ბრალი“,- განაცხადა ტყეშელაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img