ღაზის სექტორში 20 წლის ცნობილი ბლოგერი დაიღუპა

Published:

ღაზის სექტორში, საჰაერო თავდასხმის შედეგად, 20 წლის ცნობილი ბლოგერი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მოჰამედ “მედო” ჰალიმი Instagram-ზე და TikTok-ზე ღაზის სექტორის ყოველდღიურობის შესახებ დოკუმენტური ვიდეოებს გადაღებით გახდა ცნობილი.

ახალგაზრდული ორგანიზაციების ცნობით, რომლებთანაც ბლოგერი თანამშრომლობდა იტყობინებიან, რომ 20 წლის ბლოგერი სავარაუდოდ, ისრაელის სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა.

სახალხო განათლების ინსტიტუტის განცხადებით, მოჰამედ ჰალიმი აფეთქების დროს, ხან იუნისში, პლაჟის მახლობლად მდებარე დასახლებაში იმყოფებოდა, სადაც დევნილები აფარებდნენ თავს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ხან იუნისში საჰაერო თავდასხმას ვერ ადასტურებენ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img