პრემიერი – ერთადერთი პოლიტიკური პარტია, ვისაც ექნება ამბიციური და რეალისტური დაპირებები, იქნება “ქართული ოცნება”

Published:

 

ერთადერთი პოლიტიკური პარტია, ვისაც ექნება ერთდროულად, ამბიციური და რეალისტური დაპირებები, იქნება სწორედ „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიცია ჰაერში ისვრის დაპირებებს, რაც არის უპასუხისმგებლობა საკუთარი საზოგადოების წინაშე.

“ერთადერთი პოლიტიკური პარტია, ვისაც ექნება ერთდროულად, ამბიციური და რეალისტური დაპირებები, იქნება სწორედ „ქართული ოცნება“. რაც შეეხება ოპოზიციას, ერთია არის ლელო, რომელიც ამბობს 1000 ლარიან პენსიას, მეორე არის „ნაცმოძრაობა“, რომელიც ამბობს 500 ევროიან პენსიას, ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად ჰაერიდან მოტანილი ციფრები, რომელსაც არ აქვს არავითარი მყარი საფუძველი. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ გამოვდივართ დაპირებებით, ჩვენი დაპირებები ეფუძნება კონკრეტულ, რეალურ გათვლებს. ჩვენ ვითვლით იმას, როგორი იქნება ეკონომიკური ზრდა ჩვენს ქვეყანაში, როგორი იქნება საბიუჯეტო პარამეტრები და ამის შესაბამისად, რისი საშუალება ექნება ქვეყანას პენსიების მიმართულებით თუ ნებისმიერი სხვა მიმართულებით. რაც შეეხება ოპოზიციას, ის უბრალოდ ჰაერში ისვრის დაპირებებს, რაც არის უპასუხისმგებლობა საკუთარი საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა პრემიერმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img