ვენეციის კინოფესტივალზე ქართველი რეჟისორის, დეა კულუმბეგაშვილის ახალი ფილმის, “აპრილის” პრემიერა გაიმართა.
პრემიერაზე იმყოფებოდნენ ფილმის კახა კინწურაშვილი, ია სუხიტაშვილი და მერაბ ნინიძე. ისინი აღნიშნულ ფილმში მთავარი როლება ასრულებენ.
ვენეციის რიგით 81-ე კინოფესტივალზე, დეა კულუმბეგაშვილის ფილმი მთავარ კონკურსშია წარდგენილი. დეას გარდა არიან ისეთი ცნობილი რეჟისორები, როგორებიცაა პედრო ალმოდოვარი, ლუკა გუადანინო და სხვები.
IMDB-ის მიხედვით, ფილმში, სახელად “აპრილი”, მოქმედება პროვინციულ ქალაქში ვითარდება, სადაც ფილმის გმირი ნინა ერთადერთ პატარა საავადმყოფოში გინეკოლოგად მუშაობს. როდესაც მისი მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ახალშობილი რამდენიმე წამში კვდება, ნინას ბრალს სდებენ არასწორად მოქმედებაში და ჩვილის სიკვდილს მას აბრალებენ. გამოძიება კი ნინას პირადი და პროფესიული ცხოვრებით ინტერესდება..
გამოცემა IndieWire წერს, რომ დეა კულუმბეგაშვილი ახალი ფილმით გვაჩვენებს თავის ოსტატობას – იყოს მსოფლიოში გამორჩეული რეჟისორი, რომელსაც შეუძლია, მაყურებელში მძაფრი ემოციები აღძრას.
ვენეციის პრემიერის შემდეგ „აპრილი” აქტიურ საფესტივალო ცხოვრებას გააგრძელებს და ნიუ იორკში, ტორონტოს კინოფესტივალზე იქნება წარმოდგენილი.