რესპირაციული ინფექციების და გრიპის შემთხვევების მატება შეინიშნება

Published:

ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ სეზონურ ვირუსებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, შემოდგომის მეორე ნახევრიდან რესპირაციული ინფექციების, მათ შორის, გრიპის შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მოქალაქეებმა დროულად ჩაიტარონ, განსაკუთრებით რისკ ჯგუფის წარმომადგენლებმა.

გოგინავას განმარტებით, უმჯობესია ვაქცინაცია სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის პერიოდში განხორციელდეს.

“რესპირაციული ინფექციები ცივ სეზონზე უფრო აქტიურდება, მაგრამ წლევანდელი წელი გამონაკლისი იყო. გრიპის შემთხვევები ივნისის თვეშიც ფიქსირდებოდა, რაც იშვიათია. ამ ეტაპზე, რესპირაციულ ინფექციებზე მომართვიანობა შედარებით შემცირებულია, თუმცა მაინც გვაქვს შემთხვევები ინო ვირუსული ინფექციის, პარა გრიპის, კორონავირუსული ინფექციების, მაგრამ ძირითადად არის მსუბუქი შემთხვევები და მათი უმრავლესობა არ საჭიროებენ სტაციონარიზაციას.

რაც შეეხება მოლოდინს, შემოდგომის სეზონზე, მეორე ნახევარში, ნოემბრიდან არის იმის ალბათობა, რომ რესპირაციული ინფექციები და მათ შორის, გრიპის შემთხვევების მატება იქნება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით რისკ ჯგუფში შემავალმა ადამიანებმა ჩაიტარონ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და უმჯობესია, რომ ეს ვაქცინაცია სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის პერიოდში განხორციელდეს. რისკ ჯგუფში გამოვყოფდი ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს, იმუნო დეფიციტის მქონე ადამიანებს, მცირეწლოვან ბავშვებს და ადამიანებს, რომლებიც არიან 60 წელს ზემოთ”, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img