ვილი სანიოლი – წარმატებების შემდეგ მადა გეხსნება და მეტის მიღწევა გსურს

Published:

ჩეხეთთან მატჩის წინ ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა:

“საბა გოგლიჩიძის თამაშს თუ ვაპირებ? ბევრი გამოგვაკლდა. საბა ჩვენთვის უცნობი მოთამაშე არ არის. მის პროგრესს იტალიაში თვალს ვადევნებდით და იმიტომ გამოვიძახეთ, რომ ნაკრების გარემოს შეეგუოს და დარწმუნებული ვარ, გუნდს მალე გამაოდგება…

ახლა გამოძახებულთა ფაქტობრივად იგივე კონტიგენტია, რაც ევრო 2024-ზე. ახლებიდან არიან ლუკა გადრანი და შოთა ნონიკაშვილი. ჩეხეთი მობილურ ფეხბურთს თამაშობს და შაბათს ბევრად უკეთესად უნდა გამოვიყურებოდეთ, ვიდრე ევრო 2024-ზე. ახლა ფეხბურთელებმა იციან, ჩეხეთი როგორ თამაშობს. ეს ჩვენი პლუსია, რომ ვიცით, ახლა მათგან რას უნდა ველოდოთ…

წარმატებების შემდეგ მადა გეხსნება და კიდევ მეტის მიღწევა გსურს. ჩვენი გუნდი ამ მხრივ მოტივირებულია, რომ რაც ზაფხულში გავაკეთეთ, ის წარსულში არ დარჩეს.

ამ შემადგენლობიდან ევრო 2024-ზე 20-მა ფეხბურთელმა ითამაშა. მათ იციან, რომ თითოეულისგან იმავე შრომას და მონდომებას მოვითხოვ, რაც ბოლო თვეებში გამოავლინეს. ფსიქოლოგიას დიდი მნიშვნელობა აქვს – ფეხბურთელებმა დაიჯერეს, რომ მათ გამარჯვება შეუძლიათ”, – თქვა ვილი სანიოლმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img