საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფეხბურთში მოლდოვა დაამარცხა

Published:

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე მოლდოვა 3:0 დაამარცხა.

გუნდებს შორის კლასში სხვაობა თავიდანვე ნათელი გახდა. საქართველოს ნაკრებმა დიდი ძალებით შეუტია და ოდიშარიას ჩაწოდებულ ბურთს გ. მამაგეიშვილმა თავით შმალენიას კარში მიუჩინა ადგილი. სვანაძის შეგირდებმა მეტოქეზე ზეწოლა გააგრძელეს, თუმცა მათმა იერიშებმა სიმწვავე დაკარგა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მეორე გოლი გაიტანა და მომენტი ისევ ოდიშარიამ შექმნა, რომლის საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთისას მეკარემ და მცველმა ხიფათის განმუხტვა ვერ შეძლეს, რითაც კვერნაძემ ისარგებლა. მერე შეცვლაზე შესულმა აბუაშვილმა რეალურიშანსი ვერ გამოიყენა, თუმცა მან მალე მაინც გაიტანა და რა თქმა უნდა, ოდიშარიას პასით. აბუაშვილს დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი შმალენიამ მოიგერია.

საქართველოს ნაკრები C ჯგუფში 16 ქულით მეორე ადგილზეა და 9 სექტემბერს ვენლოში ლიდერ ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო – მოლდოვა 3:0
გოლები: 1:0 გ. მამაგეიშვილი (14), 2:0 კვერნაძე (49), 3:0 აბუაშვილი (72)

საქართველო: ხარატიშვილი, ზურაბიანი, საზონოვი, ხვადაგიანი, მამაცაშვილი, ლომინაძე (ო. მამაგეიშვილი 57), გაგნიძე (ოსიყმაშვილი 77), გ. მამაგეიშვილი (იეგოიანი 77), ოდიშარია (რუხაძე 84), გორდეზიანი (აბუაშვილი 57), კვერნაძე

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img