შმიდი – 9 ნაბიჯთან ერთად, ახლა არის მე-10 ნაბიჯიც, რომელიც გულისხმობს „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის გაწვევას

Published:

ყველამ ვიცით, რომ არსებობს 9 ნაბიჯი, რომელიც უნდა შესრულდეს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ოფიციალურად გასახსნელად. შემიძლია გითხრათ, რომ ახლა არის მე-10 ნაბიჯიც, რომელიც გულისხმობს „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის გაწვევას, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა, ნილს შმიდმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც თბილისში ვიზიტის შედეგები შეაჯამა.

მისი შეფასებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი ევროპულ სტანდარტებს არ შეესაბამება.

„უცხოური აგენტების“ კანონი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში არ არის. ასე რომ, უნდა შესრულდეს 9 ნაბიჯი და ასევე მე-10 ნაბიჯი, სანამ გადავალთ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ოფიციალურ დაწყებამდე. ჩვენ ეს ნათლად განვაცხადეთ ყველასთან, ვისაც შევხვდით, რადგან გვინდა იცოდეთ, გვინდა ქართველმა ხალხმა იცოდეს, რომ ეს არის ძალიან მკაფიო კრიტერიუმი, რომელიც უნდა შესრულდეს”, – აღნიშნა გერმანელმა დეპუტატმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img