15 წლის გოგონა, რომელიც ტბაში ბანაობის დროს შეუძლოდ გახდა, გარდაიცვალა

Published:

15 წლის გოგონა, რომელიც დედოფლისწყაროს ცენტრალურ პარკში, ტბაში ბანაობის დროს შეუძლოდ გახდა, გარდაიცვალა.

რამდენიმე კვირის განმავლობაში გოგონას თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში მკურნალობდნენ.

ამ დროის განმავლობაში მოზარდი მართვის სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შემთხვევა დედოფლისწყაროში 21 აგვისტოს იმ დრო მოხდა, როცა ხელოვნურ ტბაში საბანაოდ მოზარდები შევიდნენ და ერთ- ერთმა მათგანმა წყალში გონება დაკარგა.

ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img