„ჩაფიძის გულის ცენტრი“ ვეტერანებისთვის მორიგ 167-ე საქველმოქმედო აქციას ჩაატარებს

Published:

„ჩაფიძის გულის ცენტრი“ ვეტერანებისთვის მორიგ 167-ე საქველმოქმედო აქციას ჩაატარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ვეტერანების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, აქცია კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს მოიცავს.

„მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 167-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ.

აქცია მოიცავს კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ).

ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან;მისამართი: ქ.თბილისი; ნ.ჯავახიშვილის ქ. N 1; აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img