გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კერძოდ, კომპანიის ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 სექტემბერს 07:00-დან 07:10 საათამდე და 17:50-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ცხვარიჭამია, ბურიანი, ნავდარაანთკარი, გალავანი, ზაქარო, თეზამი და მიმდებარე სოფლებში;
10:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგია არ ექნებათ აბონენტებს სოფელ გლდანში მებაღიშვილის, ხერგიანის, მაისურაძის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე თიანეთის გზატკეცილზე;
11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში მაღაროსკარი, ბარისახო, ზემო ხორხი, კაწალხევი, ხარტიშო და მიმდებარე სოფლებში;
13:00-დან 18:00 საათამდე დენი არ მიეწოდებათ აბონენტებს სოფელ დიღომში მაყაშვილის, ჩალიპირების, თიანეთის, ცამეტი ასურელი მამის, ვახუშტი ბატონიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.