ნამდვილად სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ მაგალითად, გიგაური საქართველოს მომავალსა და დემოკრატიაზე ისაუბრებს,-ასე შეაფასა თბილისის მერის, კახა კალაძემ კონგრესში დაგეგმილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორის, ეკა გიგაურის სიტყვით გამოსვლა.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „დღეს საქართველოში არანაირი ზღვარი არ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და იმ რადიკალურ დაჯგუფებებს შორის, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებად გვევლინებიან“.
„იცით, რომ გიგაური არის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, მაგრამ რეალობაში არის ჩვეულებრივი პოლიტიკოსი. დღეს საქართველოში არანაირი ზღვარი არ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და იმ რადიკალურ დაჯგუფებებს შორის, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებად მოგვევლინებიან. ეს არის სამწუხარო რეალობა. რაც შეეხება აშშ-თან ურთიერთობებს, ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის, პარტნიორობისთვის. ველოდებით, რომ ამისთვის კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგმება. კატეგორიულად მიუღებელია ის ცრუ პიარ-კამპანია, რომელსაც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვისმენდით, ეს ეხებოდა „გამჭვირვალობის კანონს“, თუმცა, რეალურად რომ შევხედოთ, „გამჭვირვალობის კანონი“ მოგონილი თემა არის, რეალური პრობლემა და განაწყენება იყო იმაში, რომ საქართველო სანქციებს არ შეუერთდა. ეს გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ იმიტომ, რომ არ დაგვეზარალებინა ჩვენი ქვეყანა და საკუთარი ხალხი. არ მივეცით შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში „მეორე ფრონტი“ გახსნილიყო. აი, ეს არის რეალური პრობლემები იმ ურთიერთობებში, რაც დღეს გვაქვს, თუმცა ყველაფერი დალაგდება, დამშვიდდება და დასტაბილურება“, – განაცხადა კალაძემ.