კახეთში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით მოქალაქე დააკავეს

Published:

საგარეჯოში მოქალაქე დააკავეს, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვისაა ბრალდებული.

დაკავებული 31 წლისაა.

“სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 2 ცეცხლსასროლი იარაღი და 59 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს” – ნათქვამია შსს-ის განცხადებაში. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის, მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img