ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ქალი დაშავდა. ის სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.