ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არაა და ის „ნაპოლის“ მომდევნო ტურის შეხვედრაში დაეხმარება

Published:

ალბანეთის ნაკრებთან ერთა ლიგაზე მიღებული ტრავმის შემდეგ, „ნაპოლის“ ექიმებმა ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობა გამოიკვლიეს და საშიში არაფერია, – ინფორმაციას Sky sport-ის იტალიური ბიურო ავრცელებს.

„ალბანეთთან მატჩის შემდეგ კვარაცხელია ნეაპოლში დაბრუნდა და ექიმებმა გამოიკვლიეს. აღმოჩნდა, რომ მას კოჭი აქვს დაზიანებული, რაც ტკივილს იწვევს, მაგრამ რამდენიმე დღეში ინტენსიური მკურნალობით რეაბილიტაცია შესაძლებელია.

ამიტომ, დიდი ალბათობით, „კალიარისთან“ დაგეგმილ მატჩამდე ხვიჩა უნდა გამოჯანმრთელდეს და ლუკაკუსთან ერთად შეუტიოს“, – წერს Sky Sports-ის იტალიური გვერდი.

ალბანეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა კვარაცხელია მეორე ტაიმში შეცვალა.

„ნაპოლი“ იტალიის სერია A-ს მეოთხე ტურში „კალიარის“ წინააღმდეგ 15 სექტემბერს სტუმრად ითამაშებს, მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img