რესპუბლიკელების ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა ტრამპის გეგმაზე ისაუბრა, რომელიც უკრაინაში ომის დასრულებას გულისხმობს

Published:

რესპუბლიკელების ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა ტრამპის იმ გეგმაზე ისაუბრა, რომელიც უკრაინაში ომის დასრულებას გულისხმობს.

შონ რაინისთვის მიცემულ ინტერვიუში ჯეი დი ვანსმა თქვა, რომ სავარაუდოდ, ომის დასრულებისთვის ტრამპი უკრაინელებს, რუსებს და ევროპელებს, ოკუპირებული ტერიტორიების დემილიტარიზებულ ზონებად გამოცხადებას და უკრაინის ნეიტრალიტეტის გარანტიებს შესთავაზებს.

პარალელურად, თემაზე წერს “ვაშინგტონ პოსტი”. გამოცემის დასკვნით, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის ეს განცხადება უკრაინისთვის ნატოში გაწევრიანებაზე უარს ნიშნავს.

“ვფიქრობ, ეს დაახლოებით ასე გამოიყურება – ტრამპი ჯდება და რუსებს, უკრაინელებს და ევროპელებს ეუბნება, ბიჭებო უნდა გაარკვიოთ, როგორ გამოიყურება მშვიდობიანი დარეგულირება. სავარაუდოდ, ამას რუსეთსა და უკრაინას შორის დღევანელი გამყოფი ხაზი წარმოადგენს, რომელიც დემილიტარიზებული ზონა გახდება. ტერიტორია ძლიერად იქნება გამაგრებული, რათა რუსეთი ხელახლა არ შეიჭრას. დონალდ ტრამპის პოლიტიკაა, იყო ძლიერი, მაგრამ ამავდროულად ჭკვიანიც და აწარმოებდე მოლაპარაკებებს,” – აცხადებს ჯეი დი ვანსი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img