როთი – ანტილგბტ კანონი და სექსუალური უმცირესობების მიმართ სიძულვილი დაბრკოლებაა ევროკავშირისკენ საქართველოს გზაზე

Published:

ანტილგბტქ კანონი და სექსუალური უმცირესობების მიმართ სიძულვილი დაბრკოლებაა საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ. ეს უნდა შეჩერდეს, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც როთი წერს, საქართველოს მრავალფეროვნებისა და უმცირესობების პატივისცემის საამაყო ისტორია აქვს.

„ეს არის მემკვიდრეობა, რის გამოც საქართველო ევროკავშირს ეკუთვნის. ანტილგბტქ კანონი და სექსუალური უმცირესობების მიმართ სიძულვილი დაბრკოლებაა საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ. ეს უნდა შეჩერდეს. მადლობას ვუხდი ადამიანის უფლებათა ყველა მამაც დამცველსა და ლგბტქ აქტივისტებს“, – წერ მიხაელ როთი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img