მსახიობ ზურა ბერიკაშვილს დღეს დაკრძალავენ. მსახიობს 15:00 საათზე საბურთალოზე მდებარე ამაღლების ეკლესიიდან გამოასვენებენ.
ზურა ბერიკაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბერიკაშვილი რამდენიმე თვის განმავლობაში საზღვარგარეთ მკურნალობდა.
ზურა ბერიკაშვილი 1990 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. მას არაერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული.