ევროკომისარმა საფრანგეთიდან ტიერი ბრეტონმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილ გადადგომის წერილში ბრეტონი აცხადებს, რომ ფონ დერ ლაიენმა, პირადი მიზეზების გამო, საფრანგეთს მოსთხოვა ევროკომისიის ახალი შემადგენლობის ფორმირების პროცესში მისი კანდიდატურა მოეხსნათ და ეს საკითხი თავად მასთან არ განიხილა.
“ამ უკანასკნელი მოვლენების ფონზე – საეჭვო მმართველობის შემდგომი მტკიცებულება – უნდა განვაცხადო, რომ აღარ შემიძლია ჩემი მოვალეობების შესრულება კოლეგიაში”, – ნათქვამია ბრეტონის წერილში.
ბრეტონის განცხადების შემდეგ საფრანგეთმა მის შემცვლელად საგარეო საქმეთა მინისტრი, სტეფან სეჟორნეს კანდიდატურა დაასახელა.