კოკოითი – საქართველომ უნდა აღიაროს ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ და დაგვიბრონოს თრუსოს ხეობა

Published:

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ყოფილ ლიდერი ედუარდ კოკოითი, გორში „ქართული ოცნების“  საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას ტელეგრამ-არხზე ეხმიანება.

მარიონეტული რეჟიმის ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ ივანიშვილის განცხადება 2008 წლის ომის გამო ოსებისთვის “ბოდიშის მოხდის” საჭიროებაზე “გამბედავია”, თუმცა მასში ახალს ვერაფერს ხედავს და მის გულწრფელობაში დარწმუნებული არ არის. მისი მტკიცებით, ომზე პასუხისმგებლობა არა სააკაშვილსა ანდა აშშ-ს, არამედ მთლიან საქართველოს ეკისრება. 

“თუ საქართველო ოსი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობითაა გამსჭვალული, მაშინ პირველ რიგში საქართველომ უნდა აღიაროს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ხელი მოაწეროს ყველა აუცილებელ ხელშეკრულებას მშვიდობისა და საომარი მოქმედებების არ განახლების გარანტიას და ამავდროულად დააყენოს საქართველოს მიერ ოკუპირებული ოსური თრუსოს, გუდოს და სხვა ხეობების საკითხის დაბრუნების საკითხი.

სამხრეთ ოსეთისთვის 1920 წლიდან მიყენებული ეკონომიკური ზიანის გათვალისწინებით, 10 მილიარდი დოლარი, რომელიც ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა განაცხადეს, საკმარისი არ არის. მაგრამ ეს საერთოდ არ არის მთავარი. ვინ დაგვიბრუნებს ათიათასობით მოკლულ და-ძმას? ვინ შეამსუბუქებს დაკარგვის ტკივილს ოჯახისა და მეგობრების გულებში? ჩვენ ამას არასოდეს დავივიწყებთ და არასოდეს გაპატიებთ.

კოკოითმა მოუწოდა ოსებს „არ მოტყუვდნენ და არ იყვნენ ოსეთში ივანიშვილის მიერ გადახდილი პოლიტიკური და საზოგადოებრივი გაერთიანებების მარიონეტები“. ის დარწმუნებულია, რომ ქართული სპეცსამსახურების “მთვლემარე ბირთვები” ოსეთში უახლოეს ხანებში გააქტიურდება.

კოკოითი ასევე აღნიშნავს, რომ „საქართველოსთან მშვიდობა უნდა იყოს რუსეთის პირობებით“ და მათი საიმედო მხარდაჭერით „ოსეთი და აფხაზეთი უნდა გახდნენ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი ფორპოსტი.

„სხვა გზები მიუღებელია ჩვენი ხალხებისთვის, ამიტომ მივმართავ ჩემს აფხაზ ძმებსა და დებს, რომ პასუხისმგებლობით იყვნენ გამსჭვალული ძმური აფხაზეთისთვის ამ რთულ დროს.

ჩვენ ერთად მივაღწიეთ ჩვენი ხალხების ისტორიულ გამარჯვებას და ერთად უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი აღდგენილი სახელმწიფოების მომავალი. რუსეთის გარეშე, რუსეთთან საიმედო ალიანსის გარეშე, შეიძლება არ გვქონდეს ეს მომავალი“, – წერს კოკოითი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img