საქართველოში ავტომობილების 82%-ზე მეტი 10 წელზე მეტი ასაკისაა. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის მდგომარეობით ავტოპარკის მთლიანი რაოდენობა 1 680 300-ია, მათგან 10 წელზე მეტი ხნისაა 1 382 900 ავტომობილი. ყველაზე დაძველებული ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ავტოპარკია.
საქართველოში რეგისტრირებული 1 438 600 მსუბუქი ავტომობილიდან 1 177 100 (81.8%) 10 წელზე მეტი ხნისაა. ახალი, 2 წლის ან უფრო მცირე ხნისაა მხოლოდ 24 000 ავტომობილი (1.7%).
რაც შეეხება ავტობუსებსა და მიკროავტობუსებს, მათი რაოდენობა 54 100-ია მათ შორის 50 700 ანუ 93.7% 10 წელზე მეტი ხნისაა. 2 წლის ან უფრო მცირე ხნისაა მხოლოდ 1 400 (2.6%).
სპეციალური ტექნიკა, რომელიც მოიცავს ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკას, საერთო რაოდენობა არის 69 600, მათ შორის 10 წელზე მეტი ხნისაა 46 100 (66.2%), 2 წლის ან უფრო მცირე ხნისაა მხოლოდ 6 100 (8.8%).
სატვირთო ავტომობილების რაოდენობა 118 000-ს შეადგენს, მათგან 109 000 სატვირთო 10 წელზე მეტი ხნისაა (92.4%). 2 წლის ან უფრო მცირე ხნისაა მხოლოდ 1 600 (1.4%).