ბორელი – მოვუწოდებ საქართველოს, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონი გაიწვიოს

Published:

მოვუწოდებ საქართველოს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონი გაიწვიოს,- ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ მომზადებული კანონპროექტის მიღებას.

„საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონები „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ, რომლებიც ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს ძირს გამოუთხრის და დისკრიმინაციასა და სტიგმატიზაციას გაზრდის. მოვუწოდებ საქართველოს ეს კანონი გაიწვიოს, რომელსაც ქვეყანა ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან უფრო შორს გადაჰყავს“, – წერს ჯოზეფ ბორელი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img