დოლიძე – ხალხი ელის ცვლილებას, ძველი ინსტრუმენტებით ახალ ქვეყანას ვერ შევქმნით

Published:

26 ოქტომბრის არჩევნებში ხალხის დაკვეთა არის სისტემური ცვლილება – ამ პირობებში არ უნდა ჩავვარდეთ ცდუნებაში, რომ ძველი სისტემის ინსტრუმენტები ისე დავაბრუნოთ, რომ ხალხის იმედი გავუცრუოთ, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო მოქალაქეები 26 ოქტომბერს ელოდებიან, რომ ჩვენი სახელმწიფო გადაიტვირთება, ძველი სისტემა დაინგრევა.

„26 ოქტომბრის არჩევნებში ხალხის დაკვეთა არის სისტემური ცვლილება. ჩვენი მოქალაქეები 26 ოქტომბერს ელოდებიან, რომ ჩვენი სახელმწიფო გადაიტვირთება, ძველი სისტემა დაინგრევა და ჩვენ დავიწყებთ ახალი სისტემით, ახალი სახეებით, ახალი სახელმწიფოს მშენებლობას. ამ პირობებში არ უნდა ჩავვარდეთ ცდუნებაში, რომ ძველი სისტემის ინსტრუმენტები ისე დავაბრუნოთ, რომ ხალხის იმედი გავუცრუოთ, რომ ქვეყანაში ნამდვილი ცვლილება მოხდება. ფასადური ცვლილება, ერთი სახელით მეორე სახელით ცვლილება, მაშინ როდესაც შინაარსობრივად და მეთოდებით სისტემურად არაფერი შეიცვლება ჩემთვის მიუღებელია. ჩვენი ამოცანაა, 26 ოქტომბერს ხალხს მივცეთ რწმენა, რომ ეს იქნება ახალი ქვეყანა“, – აცხადებს ანა დოლიძე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img