შტორმი „ბორისი“, რომელმაც ცენტრალური ევროპის ქვეყნები დააზარალა, იტალიას მიუახლოვდა

Published:

შტორმი, რომელმაც ცენტრალური ევროპა დააზარალა იტალიას უახლოვდება. ქვეყანაში განგაშის წითელი ნიშნულია გამოცხადებული. წყალდიდობა უკვე დაიწყო პესკარაში. მეტეოროლოგების ვარაუდით ამინდის გაუარესებისთვის იტალიის სამხრეთი ნაწილიც უნდა მოემზადოს.

სტიქიამ დიდი ზიანი მიაყენა პოლონეთს, ჩეხეთს, რუმინეთს და ავსტრიას. ამ დროის მონაცემებით დაღუპულთა რიცხვმა 21-ს მიაღწია.

წყალდიდობის შესახებ გაფრთხილება მიიღო სლოვაკეთმა, უნგრეთმა და ხორვატიამაც.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img