უკრაინა-საქართველოს მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება

Published:

უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის მესამე შეხვედრას საქართველოს ნაკრები უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გაიმართება. საქართველოს გულშემატკივრისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა დღეს, 12:00 საათზე, TKT.GE-ს საშუალებით დაიწყება.

“ბილეთის ფასი 32 ლარი ანუ 45 პოლონური ზლოტი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. ბილეთის ყიდვისას მომხმარებელმა უნდა მიუთითოს პასპორტის ნომერი/პირადი ნომერი, ასევე მობილურის ნომერი და ელფოსტა. მომხმარებელი კუთვნილ ბილეთს მატჩის დაწყებამდე 3 დღით ადრე მითითებული ელფოსტის საშუალებით მიიღებს“, – აღნიშნულია ეროვნული ნაკრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img