29 სექტემბრიდან, სამყარო უნიკალური ციური მოვლენის მომსწრე გახდება – დედამიწას, ასტეროიდ 2024 PT5-ის სახით, დროებით “მეორე მთვარე” ეყოლება. ინფორმაციას Space-ი ავრცელებს.
განსხვავებით ჩვენი პლანეტის მთავარი თანამგზავრისგან, რომელიც დედამიწას დაახლოებით 4 მილიარდი წელია თან ახლავს, ეს “ახალი მინი მთვარე” მხოლოდ ორი თვის განმავლობაში დარჩება დედამიწის მახლობლად, რის შემდეგაც ის ასტეროიდულ სარტყელში დაბრუნდება, რომელიც დედამიწას მიჰყვება და მზის გარშემო ბრუნავს. შესაბამისად, უნიკალური მოვლენის ხილვა 29 სექტემბრიდან 5 ნოემბრამდე იქნება შესაძლებელი.
ცნობისთვის, ობიექტი, რომელიც უნდა გვესტუმროს, “არჯუნას” ასტეროიდთა სარტყელს ეკუთვნის. ეს არის მეორადი ასტეროიდული სარტყელი, რომელიც კოსმოსური ქანებისგან შედგება და დედამიწის ორბიტას, მზიდან საშუალოდ 150 მილიონი კილომეტრის მანძილზე მიჰყვება.