ამნისტია 6000-მდე მსჯავრდებულსა და 7000-მდე პრობაციონერს შეეხება

Published:

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, ამნისტია 6000-მდე მსჯავრდებულსა და 7000-მდე პრობაციონერს შეეხება.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ამნისტიის შედეგად, დაახლოებით 1000 მსჯავრდადებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდება, ხოლო 4 800-მდე ადამიანს სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდება (1/2-ით, 1/4-ით და 1/6-ით). ვადა არანაკლებ ერთი წლით შეუმცირდება 7000-მდე პრობაციონერს.

“ამნისტიის კანონი” სისხლის სამართლის კოდექსის 300-მდე მუხლს მოიცავს და ვრცელდება როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლებაზე, ასევე პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე.

ამნისტია გავრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინეს.

ცალკეული მუხლების შემთხვევაში ამნისტიის გავრცელებისათვის დაზარალებულის თანხმობაა აუცილებელი, თუმცა თუ პირი ვერ მოიპოვებს ამნისტიაზე დაზარალებულის თანხმობას, მასზე მაინც გავრცელდება სასჯელის შემცირება უფრო ნაკლები ოდენობით.

ცალკეულ შემთხვევებში ამნისტიის გავრცელების პირობას წარმოადგენს განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლობის არქონა. ნარკოტიკულ დანაშაულებზე მიუხედავად ნასამართლობისა მაინც ვრცელდება ამნისტია. ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირებს, სასჯელისაგან სრულად გათავისუფლებასთან ერთად აღუდგებათ “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონის საფუძველზე ჩამორთმეული ზოგიერთი უფლება.

უმეტეს შემთხვევაში ორი მესამედით შეუმცირდება დანიშნული სასჯელი არასრულწლოვანს ან განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე ქალს.

კანონით გათვალისწინებულია დანაშაულთა ამომწურავი ჩამონათვალი, რომელზეც არ გავრცელდება ამნისტიის არცერთი მუხლის მოქმედება”, – ნათქვამია ორგანიზაცის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img