გარდაბნის ცენტრალურ პარკში, ახალგაზრდული ფესტივალი 2024-ის ფარგლებში, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების საზეიმო წარდგენა გაიმართება

Published:

ხვალ, გარდაბნის ცენტრალურ პარკში, ახალგაზრდული ფესტივალი 2024-ის ფარგლებში, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების საზეიმო წარდგენა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2023-2024 სასწავლო წლის საჯარო სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები მიღწეულ წარმატებას მიულოცავენ და სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემენ.

როგორც გარდაბნის მერიაში აღნიშნავენ, ოქროს და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოების ღონისძიება, დავით კარგარეთელის ინიციატივით, უკვე მეორე წელია იმართება.

მათი ინფორმაციით, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ოქროს და ვერცხლის მედალოსნები გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისგან ფულად ჯილდოს მიიღებენ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img