მაჩალიკაშვილი კესარიაზე – ისიც, მეც, შენც ხომ ყვე­ლა ერთი ღმერ­თის შექ­მნი­ლი ვართ?!

Published:

ტრანსგენ­დე­რი ქა­ლის, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის მკვლე­ლო­ბის ამ­ბავს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი ეხ­მი­ა­ნე­ბა. ტრა­გე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­ერ­თი პოს­ტი იწე­რე­ბა და ერთ-ერთი, ვინც ამ­ბავს ეხ­მი­ა­ნე­ბა, მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლია.

“არის ორი დიდი გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლი. ეს ორი­ვე დიდი ტკი­ვი­ლი კი შენი ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის და­კარ­გვას უკავ­შირ­დე­ბა. ამ დიდ ტკი­ვილ­შიც არის ისევ დიდი სხვა­ო­ბა. არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თა­ვი­სი სიკ­ვდი­ლით კვდე­ბა და გტკი­ვა გა­უ­საძ­ლი­სად. არის ტკი­ვი­ლი, ვინ­მე მხე­ცი მო­გიკ­ლავს ახ­ლო­ბელს თუ ოჯა­ხის წევ­რს.

როცა სრუ­ლი­ად არ ელო­დე­ბი, მსგავ­სი უბე­დუ­რე­ბა და­გა­ტყდე­ბა თავს.

ეს ტკი­ვი­ლი ბევ­რად უფრო დიდი ტკი­ვი­ლია, ვიდ­რე ის ტკი­ვი­ლი, რო­მე­ლიც აღ­ვნიშ­ნე.

ადა­მი­ა­ნი მხე­ცია და მხეც­ზე უა­რე­სი. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ასეთ მშვე­ნი­ე­რე­ბას ასე უმო­წყა­ლოდ მო­ექ­ცე?! ამა­ყობ­დე შენ­ში, რომ მის­ნა­ირ მშვე­ნი­ერ არ­სე­ბას­თან კონ­ტაქ­ტობ და ამავდრო­უ­ლად, გრცხვე­ნო­დეს შენი საქ­ცი­ე­ლი­სა.

ძა­ლი­ან მტკი­ვა ყვე­ლა სის­ხლის წვე­თი, რო­მე­ლიც სხვი­სი ხე­ლით მხე­ცუ­რად და­იღ­ვა­რა, იღ­ვრე­ბა და და­იღ­ვრე­ბა.

სი­სას­ტი­კეა, როცა შენ ფიქ­რობ სა­ხელ­მწი­ფო გი­ცავს, მაგ­რამ მას შენ­თვის არ სცა­ლია და ჰკი­დი­ხარ. ამ გო­გო­ნას ვიც­ნობ­დი საკ­მა­ოდ ახ­ლოს, რაც ეს ამ­ბა­ვი გა­ვი­გე, სულ ჩა­მეს­მის მისი სი­ტყვე­ბი, როცა პირ­ვე­ლად მნა­ხა. – “მე გავ­ბე­დავ და ხელს ჩა­მო­გარ­თმევთ, ვიცი სხვებს არ ჰგავ­ხართ”.

ან რა­ტომ არ უნდა გა­ე­ბე­და ჩე­მამ­დე მოს­ვლა, ისიც, მეც, შენც ხომ ყვე­ლა ერთი ღმერ­თის შექ­მნი­ლი ვართ?! ღმერ­თმა თა­ვად ხომ ყვე­ლა­ზე კარ­გად იცის, ვის ქმნის და რა­ტომ ქმნის.

მე ამ დიდი მწუ­ხა­რე­ბის მო­ზი­ა­რე ვარ”, – წერს მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, 37 წლის ტრანსგენ­დე­რი ქა­ლის, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 27 წლის ბექა ჯა­ი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბექა ჯა­ი­ა­ნი ერთ-ერთი ღა­მის კლუ­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლია. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის „თ“ და „მ“ პუნ­ქტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გენ­დე­რის ნიშ­ნით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ბექა ჯა­ი­ა­ნი წი­ნას­წა­რი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

სან­დო წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, “ჯა­ი­ა­ნი ამ­ტკი­ცებს, რომ მას მკვლე­ლო­ბა წი­ნას­წარ გან­ზრა­ხუ­ლი არ ჰქო­ნია. მისი თქმით, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე მას ცო­ლად მოყ­ვა­ნას სთხოვ­და, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ფო­ტო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბით აშან­ტა­ჟებ­და. მკვლე­ლო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე, კე­სა­რი­ამ მარ­თლაც დადო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო. ჯა­ი­ა­ნი ამ­ბობს, აბ­რა­მი­ძეს­თან ასულ­მა ვნა­ხე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი და წყო­ბი­დან გა­მო­ვე­დიო…“

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img