ამერიკის კენტუკის შტატში ოლქის შერიფმა სასამართლოს შენობაში საოლქო მოსამართლე ცეცხსასროლი იარაღით მოკლა.
კენტუკის შტატის პოლიციამ განაცხადა, რომ ოლქის მოსამართლე კევინ მალინსი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ლეტჩერის ოლქის სასამართლოში, რის შემდეგაც ოლქის შერიფი შონ სტაინსი დააკავეს.
43 წლის სტაინსს ბრალი მკვლელობაში ედება.
შტატის პოლიციამ განაცხადა, რომ 54 წლის მოსამართლე მალინსს კამათის დროს ესროლეს. პოლიციას არ განუმარტავს კამათის მიზეზი ან თავდამსხმელის მოტივი. დანაშაული ქალაქ უაიტსბურგში.მოხდა
მედიის ცნობით, შერიფ სტაინსი შევიდა სასამართლოს მოსაცდელ ოთახში და უთხრა სასამართლოს წარმომადგენლებს, რომ მოსამართლე მალინსთან პირადად სურდა საუბარი.
სტაინსი და მალინსი შევიდნენ მოსამართლის კაბინეტში და კარი დახურეს, რის შემდეგაც გასროლის ხმა გაისმა.
შერიფ სტაინსი სასამართლოს ფოიეში ხელებაწეული გამოვიდა და პოლიციას ჩაბარდა.
სროლის დროს სასამართლოს შენობაში 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათგან არავინ დაშავებულა.
შტატის გენერალურმა პროკურორმა რასელ კოულმანმა X-ზე დაწერა, რომ მისი უწყება საფუძვლიანად გამოიძიებს ინციდენტს და უზრუნველყოფს სამართლიანობის აღსრულებას.
კენტუკის გუბერნატორი ენდი ბეშიარი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მოსამართლე მალინსის მკვლელობას და აღნიშნა: “ამ სამყაროში ძალიან ბევრი ძალადობაა და მე ვლოცულობ, რომ ვიპოვოთ გზა უკეთესი ხვალინდელი დღისკენ”.