კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა დონალდ ტრამპზე თავდასხმებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში აშშ-ის ელჩს, ელჩ რობინ დანიგანს მიმართავს.
“ქ-ნო დანიგან! აშშ 45-ე პრეზიდენტზე და ამჟამად პრეზიდენტობის ფავორიტ კანდიდატ დონალდ ტრამპზე, გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა! ამერიკული დემოკრატიისა და მსოფლიოში ახალი, ლიბერალური წესრიგის დამყარების შედეგია თუ მომქმედი ადმინისტრაციის წინასაარჩევნო ნოუ ჰაუ?”, – წერს გოგა ხაინდრავა.
მედიის ინფორმაციით, პოლიციამ ტრამპის მიტინგის ჩატარების ადგილას ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა.