ილონ მასკის სოციალური ქსელი ბრაზილიაში 920 000 დოლარით დააჯარიმეს

Published:

სოციალური ქსელი X, რომელიც ამერიკელ მილიარდერს ილონ მასკს ეკუთვნის, ბრაზილიაში 920 ათასი დოლარით დააჯარიმეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ეს გადაწყვეტილება ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ იმის გამო მიიღო, რომ ქვეყანაში ბლოკირებულ X-ზე წვდომა ბრაზილიაში ერთი საათით აღდგა. ეს შესაძლებელი გახდა სოციალური ქსელის განახლების შემდეგ, როდესაც ის Cloudflare-ზე გადაირთო, რომელიც IP-მისამართებს მუდმივად იცვლის. ამის გამო სერვისის ბლოკირება ბევრად უფრო რთული გახდა, რადგანაც იგივე IP-მისამართებს სხვა საიტები და სერვისები იყენებენ, მაგ. ბრაზილიის ბანკები და სამთავრობო საიტები.

Х-ის განცხადებაში წერია, რომ პლატფორმა ბრაზილიის მთავრობასთან მუშაობას განაგრძობს, რათა სოციალური ქსელი ამ ქვეყანაში მომხმარებლებისთვის კვლავ ხელმისაწვდომი გახდეს.

მიმდინარე წლის აგვისტოში ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ ქვეყანაში სოციალური ქსელი X აკრძალა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ქსელმა მემარჯვენე რადიკალების დეზინფორმაციის წაშლაზე უარი თქვა. სასამართლომ დაადგინა, რომ ამ წესის დარღვევის შემთხვევაში X დღეში 5 მლნ ბრაზილიური რეალით დაჯარიმდება, რაც 920 ათას აშშ დოლარს უდრის.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img