ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირი უკრაინას 35 მილიარდ ევრომდე სესხს გასცემს

Published:

ევროკავშირი უკრაინას 35 მილიარდი ევრომდე ოდენობის სესხს გადასცემს, რომელიც „დიდი შვიდეულის“ მიერ შეთანხმებული გეგმის ფარგლებში გამოიყოფა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„ევროკომისია უკრაინას „დიდი შვიდეულის“ ვალდებულებების ფარგლებში 35 მილიარდ ევრომდე სესხს გადასცემს. ეს არის ევროკავშირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წვლილი უკრაინის აღდგენაში“, – წერს უსრულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მისი თქმით, რუსეთის დაუნდობელი თავდასხმები ნიშნავს, რომ უკრაინას ევროკავშირის მუდმივი მხარდაჭერა სჭირდება.

აღნიშნული სესხი არის „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების უფრო ფართო გეგმის ნაწილი, რომლის მიზანი გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყენებით თანხების მოძიებაა.

შეგახსენებთ, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში იმყოფება, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img