ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა.
„მალე იწყება გათბობის სეზონი, რუსეთი კი აგრძელებს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმას.
ჩვენ დავეხმარებით უკრაინას გაბედულ მცდელობებში. მე ჩამოვედი, რათა განვიხილო ევროპის მხარდაჭერის საკითხი: გამოზამთრებიდან თავდაცვამდე, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიდან G7-ის სესხების პროგრესამდე“, – წერს ფონ დერ ლაიენი X-ში.
ფონ დერ ლაიენმა გაიხსენა, რომ ეს მისი მერვე ვიზიტიაკიევში.
სრულმასშტაბიანი ომის დროს დასავლელი ოფიციალური პირების ვიზიტების უმეტესობისგან განსხვავებით, ამჯერად ფონ დერ ლაიენის ვიზიტი წინასწარ იყო გამოცხადებული.