ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

Published:

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა.

„მალე იწყება გათბობის სეზონი, რუსეთი კი აგრძელებს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმას.

ჩვენ დავეხმარებით უკრაინას გაბედულ მცდელობებში. მე ჩამოვედი, რათა განვიხილო ევროპის მხარდაჭერის საკითხი: გამოზამთრებიდან თავდაცვამდე, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიდან G7-ის სესხების პროგრესამდე“, – წერს ფონ დერ ლაიენი X-ში.

ფონ დერ ლაიენმა გაიხსენა, რომ ეს მისი მერვე ვიზიტიაკიევში.

სრულმასშტაბიანი ომის დროს დასავლელი ოფიციალური პირების ვიზიტების უმეტესობისგან განსხვავებით, ამჯერად ფონ დერ ლაიენის ვიზიტი წინასწარ იყო გამოცხადებული.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img